იდა ბახტურიძე
მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევაში, თსუ

ბაკალავრის დამთავრების შემდეგ იდა ბახტურიძე თანამშრომლობდა სახვადასხვა ადგილობრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო 2011-2013 წწ. იყო ქალთა ფონდის თანამშრომელი. ასევე, მონაწილეობდა კვლევით პროექტებში, ძირითადად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში - „ევროპელი ქალბი საერთო მომავლისათვის“ (WECF) საქართველოს ოფისში, გენდერული პროგრამების კოორდინატორად. იდა არის ერთ-ერთი ავტორი პლატფორმის „ქალები საქართველოდან“. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ის აქტიურად არის ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში 2011 წლიდან.  დაარსების დღიდან ის იყო ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. ამჟამად ჩართულია „ქალთა მოძრაობის“ აქტივიზმში.  იდას კვლევის ინტერესებია: ქალების ზეპირი ისტორიები; ფემიციდი და გენდერული ძალადობა; მიგრაციის ფემინიზაცია; თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული კვოტები, ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება.