მარიამ კანდელაკი გენდერის მკვლევარია. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე. მოპოვებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი.
მისი ძირითადი საკვლევი ინტერესებია: გენდერი, შრომა, გენდერი და მწვანე პოლიტიკა, გლობალური და სოციალური უთანასწორობები, ფემინისტური და პოსტკოლონიური თეორიები.
2022 წელს მარიამი იყო ერთ-ერთი მკვლევარი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევით პროექტში “მიგრაციის გენდერული ასპექტების შესწავლა: შრომითი მიგრაციის გავლენა ქალთა გაძლიერებაზე”.
ამჟამად მარიამი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით ახორციელებს კვლევით პროექტს “ქალები მასკულინურ პროფესიებში”.