ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი გერმანული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი/გერმანისტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი. თანამდებობა: კულტურული პროგრამების კოორდინატორი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.
ლია უკლება ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი. მისი ნამუშევრები ეძღვნება ადამიანის უფლებებს, ქალის უფლებებს და სოციალურ საკითხებს.
ნინია კაკაბაძე კინომცოდნე, ჟურნალისტი. სამუშაო თემები: მედიის თავისუფლება; ადამიანის უფლებები; რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები; ლგბტ უფლებები; ქალთა უფლებები; სოციალურად დაუცველი ჯგუფები; საშინაო პოლიტიკა.
ჯანა /დარეჯან/ ჯავახიშვილი დირექტორი, ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვლევის ინტერესები: წამალზე და სხვადასხვა ნივთიერებასა და ქცევაზე დამოკიდებულება, ფსიქოტრავმა, ტოტალიტარული წარსულისა და საბჭოთა რეპრესიების გავლენა თანამედროვე ქართული საზოგადოების ცხოვრებაზე.
ლელა რეხვიაშვილი პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტი. კვლევის ინტერესები: განვითარების პოლიტ-ეკონომიკა, ინსტიტუციური ტრანსფორმაცია, არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები, სოციალური მოძრაობები, მობილობა და იძულებით გადასახლება.
დაკო ბახტურიძე გენდერს კვლევების მაგისტრი. სამუშაო თემები: ქალთა შრომითი უფლებები, გენდერული ძალადობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
მარინა შვანგირაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისსია“, თანადამფუძნებელი და დირექტორი. სამუშაო თემები: კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, გლობალური დათბობის თანმდევი პროცესები.
ალა პარუნოვა გენდერის კვლევა, მაგისტრის ხარისხი. კვლევის ინტერესები: გენდერი; ინტერსექციული ფემინიზმი; ქუიარ თეორია; გენდერი საბჭოთა კავშირში.
რუზანა ცატურიანი არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი. კვლევის ინტერესები: გენდერის კვლევა, ნაციონალიზმი, ეთნიკურობა, განათლება.
სირან ჰოვანისიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, გენდერის კვლევის ცენტრი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.