განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია - მათემატიკოსი, სადიპლომო თემა -“ვიზუალური რობოტები“.
თანამდებობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისსია“, თანადამფუძნებელი და დირექტორი.
სამუშაო თემები:
1979-1995 წლებში მუშაობდა მედიცინაში, და მისი საგანი იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტესტების ზემოქმედება ორგანიზმიდან წამოსულ ფიზიოლოგიურ სიგნალებზე, როგორიცაა ელექტროენცეფალოგრამა და კარდიოგრამა. სამუშაოები ტარდებოდა აღმოსავლეთ ბერლინის შარიტეს კლინიკასთან ერთად. შედეგების გამოყენება დაგეგმილი იყო განსაკუთრებულად სტრესული პროფესიებისათვის კადრების შესარჩევად.
1996 წლიდან მუშაობს გლობალური დათბობის პრობლემებზე. მისი კვლევების საგანია კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, გლობალური დათბობის თანმდევი პროცესები და მათი გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე და სხვადასხვა ეკოსისტემებზე, მდგრადი განვითარების პრინციპები.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
ქალაქი: თბილისი
ელ.ფოსტა: mshvangiradze(at)hotmail.com; mshvangiradze(at)gol.ge