წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები.
საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, – ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად.
საქართველოსა და სომხეთის ისტორიულად ტრადიციულმა საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით გრძელი გზა გაიარეს. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში ისევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ჯერ კიდევ ხანგრძლივ და დაბრკოლებებით აღსავსე გზას გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის თანაბარი უფლებების მისაღწევად.

დისკუსიები სომხეთსა და საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში კვლავ ბუნდოვანია გენდერის კატეგორიის მნიშვნელობა და ის დასავლეთიდან თავსმოხვეულ ცნებად, მიიჩნევა.