წიგნები

Queer Feelings

ქვიარ გრძნობები

პუბლიკაციაში თავმოყრილია ქვიარ და ფემინისტი თეორეტიკოსების, ივ კოსოვსკი სეჯვიკის, ოდრი ლორდის, ხოსე ესტებან მუნოზის, ენ ცვეტკოვიჩის, სარა აჰმედის, ლორენ ბერლანტის, დინ სპეიდის ტექსტების თარგმანები.
Mother with a sleeping liitle girl

ფემინისტი დედის დღიურები 2019

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის გადააზრების მცდელობაა და მკითხველს სთავაზობს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას.

ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ

კრებულში შესულია ედრიენ რიჩის, ჩანდრა ტალპად მოჰანტის, ნადინ ტაუბის, ელიზაბეთ შნაიდერის, სიუზენ მოლერ ოკინის, უმა ნარაიანისა და სინთია ენლოუს ფუძემდებლური ფემინისტური სტატიების თარგმანები.

ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე

„ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული", – ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს კრებულში ნენსი ფრეიზერი – თანამედროვეობის გამორჩეული ფემინისტი ფილოსოფოსი.

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. 

გენდერული დისკრიმინაცია: ჯარი, მედია, პოლიტიკა, ქორწინება, განათლება

სტატიების კრებული ეძღვნება სომხეთის საზოგადოებაში სხვადასხვა დონეზე გამვლენილ გენდერულ დისკრიმინაციას. 

ლგბტ ადამიანების უფლებები საქართველოში

საქართველოსა და სომხეთის ისტორიულად ტრადიციულმა საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემ­დეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით გრძელი გზა გაიარეს. თუმცა, ადამიანის უფლებების დაც­ვის კონტექსტში ისევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ჯერ კიდევ ხანგრძლივ და დაბრკოლებებით აღსავსე გზას გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის თანაბარი უფლებების მისაღწევად.  

ლგბტ ადამიანების უფლებები სომხეთში

საქართველოსა და სომხეთის ისტორიულად ტრადი­ციულმა საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზ­რისით გრძელი გზა გაიარეს. თუმცა, ადამიანის უფლე­ბების დაცვის კონტექსტში ისევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ჯერ კიდევ ხანგრძლივ და დაბრკოლებე­ბით აღსავსე გზას გულისხმობს ყველა საზოგადოებ­რივი ჯგუფისთვის თანაბარი უფლებების მისაღწევად.

ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა

დისკუსიები სომხეთსა და საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში კვლავ ბუნდოვანია გენდერის კატეგორიის მნიშვნელობა და ის დასავლეთიდან თავსმოხვეულ ცნებად, მიიჩნევა.

დუმილი ვერ დაგიცავს: ქალთა ზეპირი ისტორიები

კრებულისთვის ზეპირი ისტორიები 2015 წლის ზაფხულში გურიაში ჩაიწერა. რესპონ- დენტები არანაირი ნიშნით არ შეგვირჩევია – ჩავწერეთ ყველა, ვისაც საუბრის სურვილი ჰქონდა.

კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები

2013 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გამოაქვეყნა წიგნი "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები". ავტორმა თავის პუბლიკაციაში თავი მოუყარა კატო მიქელაძის მრავალმხრივ და მრავალფეროვან შემოქმედებას, რაც საშუალებას გვაძლევს ფემინისტური პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს.

გენდერის წახნაგები

წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰბფ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას.

50 ქალი საქართველოდან

პუბლიკაცია წარმოადგენს საფოსტო ბარათების კრებულს, რომელიც მკითხველს აცნობს 50 ქალის ბიოგრაფიას. ამ კრებულით გაიცნობთ ქალებს, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის და არ ეშინოდათ სიახლის. წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ქალებს, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.

როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა?

გამოცემა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში.