ქალთა ისტორიის კვლევა (2016-2018) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია 2012-13 წლებში განხორციელებული ინიციატივის '50 ქალი საქართველოდან' გაგრძელება და ქალთა ისტორიის კვლევის ხელშეწყობა.
ფემინისტური ბიბლიოთეკა (2016-2018) (დასრულებული პროექტი) პროექტი მხარს უჭერს ფემინისტური თეორიული ტექსტების ქართულ და სომხურ ენებზე თარგმანს.
იკითხე პოლიტიკა (2016-2018) (დასრულებული პროექტი) "იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას.
ფემინსტრიმი (2015-2019) (მიმდინარე პროექტი) ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა პროექტი ფემინსტრიმი.
ქუჩების სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა (2014-2017) (დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა პოლიტიკა, რომელიც საჯარო სივრცეში ქალთა შესახებ მეხსიერების გაცოცხლებას ემსახურებოდა.
საერთაშორისო გენდერული ვორქშოფები (2012-2018) (დასრულებული პროექტი) საერთაშორისო გენდერული ვორქშოფების სერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სხვადასხვა ოფისებს შორის კოოპერაციას წარმოადგენს. ვორქშოფზე გენდერული პროგრამების კოორდინატორები და მათი პარტნიორი ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
ფემინისტი დედის დღიურები (2017-2019) (მიმდინარე პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება.
ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში (2015-2017) (დასრულებული პროექტი) პროექტში მონაწილეობდნენ: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში.
ლექციების ციკლი: „ქალები სომხეთში: დაკარგული ისტორიების ძიებაში“ (2015-2016) (დასრულებული პროექტი) ორგანიზაცია „ქალთა რესურს ცენტრმა“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით საჯარო სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ.
ქალები საჯარო სივრცეში: როცა პირადი პოლიტიკურ განზომილებას იძენს (2016) (დასრულებული პროექტი) "უფრო ფართო საზოგადოების დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვორქშოფი თვალსაწიერს აფართოებს და პიროვნებებს აყალიბებს“. ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.