ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე ტატა თვალჭრელიძის ავტორობით მომზადდა არაერთი ტელე და რადიოგადაცემა, მათ შორის საქართველოს ტელევიზიის I არხის გადაცემათა ციკლი „ფილმი და რეჟისორი“ მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები „სესილია თაყაიშვილი“ (თ.ბაქრაძე, 1980), „ეროსი მანჯგალაძე“ (ნ.ჯორჯაძე 1983), სამეცნიერო–პოპულარული ფილმი „ჯადოსნური საცერი“ (ვ.სემიონოვი, 1985) და სხვა. ავტორი თამთა თათარაშვილი
თამარ აბაკელია 1905-1953 / მოქანდაკე, მხატვარი. ახალგაზრდა თამარმა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მალევე მიიქცია იაკობ ნიკოლაძის ყურადღება, რომელმაც თავის სახელოსნოში, ქანდაკების შესასწავლად წაიყვანა. ავტორი თამთა მელაშვილი
ნინო აბაშიძე-ორბელიანი 1838-1919 / პოეტი, მსახიობი. რთული და ტრაგიკული ყმაწვილქალობის შემდეგ, უკვე 1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან იბეჭდებოდა. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
ელენე ახვლედიანი 1901-1975 / მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1922 წელს კი ქართველ მხატვართა ჯგუფთან ერთად სასწავლებლად საზღვარგერეთ გაემგზავრა. ავტორი თამთა მელაშვილი
ვერა ბარდაველიძე 1899-1970 / მეცნიერი. ცნობილი მეცნიერი, საქართველოში ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ნოვატორი. ავტორი ეკა აღდგომელაშვილი
ნატო გაბუნია 1859-1910 / მსახიობი. სამსახიობო კარიერა 16 წლის ასაკიდან გორში დაიწყო, მალევე მოიპოვა პოპულარობა თბილისშიც, 1879 წლიდან კი მუდმივმოქმედი დასის წევრი გახდა. ავტორი შორენა გაბუნია
განდეგილი /დომინიკა ერისთავი/ 1864-1929 / მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი, პირველი კორექტორი ქალი. ეძახდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის. ავტორი ეკა წერეთელი
მარიამ გარიყული 1883-1960 / მწერალი, მსახიობი. ახალგაზრდობიდანვე საფუძვლიანად ეუფლებოდა მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას, ჩაბმული იყო საზოგადოებრივ აქტივობაში. ესწრებოდა ფარულ შეკრებებს. ავტორი ეკატერინე ფირცხალავა
დესპინე გელოვანი-ბანოვანი 1880-1934 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დესპინე გელოვანის (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბანოვანი) მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები1898 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორი ეკატერინე ფირცხალავა