ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი

1862-1916 /  საზოგადო მოღვაწე, მეცენატი

ეკატერინემ ბავშვობიდან საფუძვლიანად შეისწავლა რუსული, ინგლისური და გერმანული ენები, რაც მას ეხმარებოდა საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობაში (მარჯორი უორდროპი, არტურ ლაისტი, ბერტა ზუტნერი).

დავით სარაჯიშვილთან საკუთარი ბედის დაკავშირებამ ეკა­ტერინეს უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შესძინა. რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის წლებშიც მათი ოჯახი ნაციონალური იდეის განვითარების, საგანმანათლებლო მოძრაობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ასპარეზად გადაიქცა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (1911), ეკატერინე გახდა ოჯახის მდიდარი მეურნეობის, წარმოების და საქველმოქმედო საქმიანობის მთავარი ორგანიზატორი. რამდენიმე წელიწადში კი მან სამი მილიონი უანდერძა ქართული კულტურის შემდეგ ინსტიტუციებს: წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას, დრამატულ საზოგა­დოებას, ფილარმონიის საზოგადოებას და სხვა მრავალს. ასევე გაიღო სახსრები ქუთაისის თეატრისა და თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site