მარჯორი უორდროპი

1869-1909 / მთარგმნელი

ინგლისელმა პოლიგლოტმა ქართული ენის შესწავლა ჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას დაიწყო და უკვე 1894 წელს გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ქართული ხალხური ზღაპრების კრებული. იმავე წელს პირველად ჩამოდის საქართველოში, თარგმნის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს. 1896 წელს კი იღებს გადაწყვეტილებას, ინგლისურ ენაზე თარგმნოს “ვეფხისტყაოსანი”. მას აქტიური ურთიერთობა აკავშირებს ქართველ მოწინავე მწერლებსა და მეცნიერებთან. სხვადასხვა წლებში თარგმნის ი. ჭავჭავაძის კიდევ რამდენიმე ნაწარმოებს; თავის ძმასთან, ოლივერთან ერთად, “წმინდა ნინოს ცხოვრებას” და სულხან-საბას “სიბრძნე სიცრუისას”. მისი პირადი ბიბლიოთეკის საფუძველზე შეიქმნა ოქსფორდში მისივე სახელობის ქართული ფონდი.

1912 წელს, მარჯორის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ოლივერმა გამოსცა “ვეფხისტყაოსნის” ინგლისური თარგმანი, რომელზეც მარჯორი არაერთ წელს მუშაობდა. მისი წვლილი, ძმასთან ერთად, ქართული ლიტერატურისა და კულტურის  პოპულარიზებაში განუზომლად დიდია.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site