ემა ლალაევა-ედიბერიძე

1904-1991 / მხატვარი  

ბავშვობიდან გაიტაცა ხელოვნებამ და 1921 წელს უკვე  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში სწავლობს. 1924-28 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. 1930-იანი წლებიდან ძალებს სცდის მხატვრობის თითქმის ყველა დარგში; ფსევდონიმად ირჩევს სახელს „ლალი“. 1945 წელს მიიღეს მხატვართა კავშირში, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე სამუდამოდ გარიცხეს. მის შემოქმედებაში ცხადად შეინიშნება დასავლური მოდერნისტული მიმდინარეობებისადმი გამძაფრებული ინტერესი.

ლალი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მემარცხენე არტისტია. მიმართავს თითქმის ყველა ავანგარდისტულ მიმდინარეობას, მაგრამ არცერთ მათგანს არ იყენებს სუფთა სახით, ახერხებს საკუთარი ხელწერა შექმნას. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.

ლალის შემოქმედება 1920-იანი წლების ქართული ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია, რომლის გარეშეც არასრული იქნება ჩვენი წარმოდგენა ქართულ მოდერნისტულ მხატვრობაზე.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site