1868-1951 / მწერალი
დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით - ქალთა ორგანიზაცია “მანდილოსანი” (1913-1914).
აკაკი წერეთელის ხელშეწყობით თბილისში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა. მის რომანებს “მოლიპულ გზაზე” (1897) და “ბედის ტრიალი” (1901), საკმაო წარმატება ხვდათ წილად, მათ ერთგვარად შეავსეს ქართულ რომანისტიკაში არსებული სიცარიელე.
ერისთავი-ხოშტარიას რომანები და მოთხრობები მისდევს ერთ ხაზს: ისინი აღწერენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგი ყალიბდებოდა. მისი იდეალები იყო თავისუფალი შრომა, გულწრფელი სიყვარული.
1921 წლის გასაბჭოების შემდეგ, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების შესავლებს წერდა.