საფო გიგინეიშვილი-მგელაძე

1894-1936 / მწერალი

საფო ქართული პრესის ფურცლებზე თავის პირველ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: “გურული ქალი”, “ეწერელი ქალი”, “მუშა ქალი”, “სანი”. გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: “კავკასიონი”, “ჩვენი გზა”, “ტრიბუნა”, “კომუნისტი”, “ხმა ქართველი ქალისა”; ჟურნალებიდან: “ლიტერატურული საქართველო”, “პროლეტარული მწერლობა”, “ლომისი”, “ქართული მწერლობა”, “მნათობი”.

საფო მგელაძე მეგობრობდა ტერენტი გრანელთან, ალიო მაშა­შვილთან, ლადო ასათიანთან, მარიჯანთან, დარია ახვლედიანთან, ანა ღვინიაშვილთან, მაგრამ კატო მიქელაძე მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი იყო, რადგან სწორედ მან აზიარა ქალის თავისუფლების, თანასწორობის იდეებს და დაუთმო ასპარეზი გაზეთში “ხმა ქართველი ქალისა”.

1928-1935 წლებში გამოქვეყნდა საფო მგელაძის რომანები: “ლიანა ლორდია”, “ქარიშხლის ფრთებზე”, “გზა და გზა”, მოთხრობები და ლექსები.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site