დესპინე გელოვანი-ბანოვანი

1880-1934 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე

დესპინე გელოვანის (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბანოვანი) მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ივერია”, „ცნობის ფურცელი”, „შრომა”, „მეგობარი”, „ისარი”, „თემი”, „ამირანი”, „სახალხო გაზეთი”. ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმარ­თული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ.

ბანოვანი 1905-1907 წლების რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ის თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში” (# 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი”. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები” (დაიბეჭდა 1959 და 1960 წლებში) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. ის ასევე წერდა და აქვეყნებდა მოთხრობებს.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site