1899-1970 / მეცნიერი
ცნობილი მეცნიერი, საქართველოში ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ნოვატორი. სამეცნიერო და კვლევით მუშაობასთან ერთად, ვერა ბარდაველიძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა და ეთნოგრაფთა არაერთი თაობა აღზარდა. მისი კვლევის საგანს შეადგენდა ქართველი ხალხის ყოფითი და სულიერი კულტურის საკითხები: ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, ხალხური ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და სხვ.
საგანგებოდ აღსანიშნავია ბარდაველიძის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა თემის ადრეკლასობრივი საფეხურის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის (თეოკრატია) ბუნების დადგენა, რითაც მან საფუძველი გამოაცალა მთაში გვაროვნული წყობის მარადიულობის თეორიას.
ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
Open external content on original site