ელენე ახვლედიანი

1901-1975 / მხატვარი

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1922 წელს კი ქართველ მხატვართა ჯგუფთან ერთად სასწავლებლად საზღვარგერეთ გაემგზავრა. პარიზში იწყება მისი წარმატებული კარიერა, სწავლის პარალელურად მონაწილეობს არაერთ გამოფენაში, პოპულარული მხატვარი ხდება. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ფერწერის პარალელურად, კოტე მარჯანიშვილის მოწვევით მუშაობს თეატრის მხატვრად, ასევე წიგნის გრაფიკაში. ომის შემდეგ მისი მოღვაწეობა საქართველოს გასცდა და სპექტაკლებს აფორმებდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით.  

1939 წელს მიიღო სახელოსნო, რომელიც ერთგვარ კულტურულ ცენტრად აქცია, დღეს იქ მისი სახლ-მუზეუმია. 1960-იანი წლებიდან მრავალი პერსონალური გამოფენა ჰქონდა საბჭოთა კავშირსა და მის საზღვრებს გარეთ.

1971 წელს ელენე ახვლედიანი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ძველი თბილისის უნიკალური სტილით შესრულებულ პეიზაჟებს. 

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site