1838-1919 / პოეტი, მსახიობი
რთული და ტრაგიკული ყმაწვილქალობის შემდეგ, უკვე 1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან იბეჭდებოდა: “ცისკარი”, “დროება”, “ივერია”, “კვალი”, “თეატრი”, “თეატრი და ცხოვრება”, “სახალხო გაზეთი”, “ცნობის ფურცელი”, “ნაკადული”, “ჯეჯილი”.
1861 წელს გიორგი ერისთავის “გაყრაში” მაკრინეს როლი ითამაშა, მერე - “მზის დაბნელებაში”. ამგვარად მის ცხოვრებაში სცენა სამუდამოდ დამკვიდრდა.
1879 წლიდან ნინო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის ხელმძღვანელია. პარალელურად თამაშობს სპექტაკლებში “დარია”, “ვეფხისტყაოსნის სურათები”, “მეფე ლირი”.
ხნიერ ასაკში მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა და უკიდურეს სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა 1919 წელს.