განათლება: ფიზიკოსი, ჟურნალისტი.
თანამდებობა: „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.
კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ქალთა უფლებები, გენდერი და სექსუალობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, სექსუალობის რეპრეზენტაცია მედიაში, სიძულვილის ენა.
ენები: რუსული, ინგლისური.
ქალაქი: თბილისი.
ელ.ფოსტა: tabakela[at]gmail.com
ბიოგრაფია: 2000 წლიდან მუშაობს ქალთა, გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. 2003 წლიდან იკვლევს ჰომოსექსუალობის რეპრეზენტაციას მედიაში, 2005 წლიდან უძღვება ლბტ ქალთა უფლებების პროგრამას, 2006-2009 წლებში იყო ლგბტ ჟურნალ „მეს“ რედაქტორი, არის ავტორი/თანაავტორი კვლევებისა გენდერისა და სექსუალობის, ქვეყანაში ლ(გ)ბტ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის, სიძულვილის ენის მონიტორინგის შესახებ.