თეონა ყუფუნია

Კითხვის დრო: 2 წუთი

განათლება: პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი

თანამდებობა: უფროსი პროგრამების მენეჯერი, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი 

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა უფლებები, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, კორპორაციული სოციალური პასუხმისმგებლობა.

ენები: ქართული, ინგლისური, შვედური, რუსული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: tkupunia@gmail.com

ბიოგრაფია:

თეონა ყუფუნიას სამოქალაქო სექტორში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან არის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის  პროგრამის უფროსი ოფიცერი. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხის გაძლიერება და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წელს თეონას დაევალა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის შექმნა. სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე ადვოკატირების ერთიანი პლატფორმის შექმნა და გენდერული კვოტების ადვოკატირება. ჯგუფის მუშაობის შედეგად მომზადდა კვოტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.

თეონა ასევე გახლავთ გამოცდილი ტრენეტი: მას ტრენინგები ჩაუტარებია ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და მართვის საკითხებზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, ადამიანებით ვაჭრობასა და სოციალურ მუშაობაზე, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. თეონას პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს; განსაკუთრებით კამპანიის ორგანიზატორების და ქალი კანიდიდატების გადამზადების თვალსაზრისით.

თეონას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი. ასევე შვედეთის ლინშოპინგის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა მაგისტრის ხარისხი.