ვის და რატომ აშინებს სიტყვა ფემინისტი?

Teaser Image Caption
ეკა იმერლიშვილი, ელა პარუნოვა, მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

როდის, რატომ და როგორ შეიქმნა ფემინისტების მიმართ არსებული სტერეოტიპები? ვის და რატომ აშინებს სიტყვა „ფემინისტი“? რატომ აშინებთ ეს სიტყვა მეტად, ვიდრე მაგალითად, გამოთქმა „გენდერული თანასწორობის მომხრე.“

სტუმრები: ალა პარუნოვა - გენდერის კვლევის მაგისტრანტი, ახალგაზრდა მწვანეების გუნდის წევრი და ნინო გამისონია - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა ეკა იმერლიშვილი - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა: Planningtorock

42 წლის იანინ როსტრონი, რომელიც წარმოშობით ბოლტონიდანაა, 10 წლის წინ ბერლინში გადავიდა და მის მიერვე შექმნილი ვიდეო არტი ელექტრონულ მუსიკას შეურწყა. იგი ელექტორპოპ შემსრულებლად იქცა, სახელით Planningtorock და პირველი ალბომი 2006 წელს გამოუშვა. როგორც თავად იხსენებს, ყოველთვის დაინტერესებული იყო გენდერული პრობლემატიკით, ხოლო ამ საკითხებზე მუსიკის წერამ კი იგი გადაარჩინა როგორც არტისტი და როგორც პიროვნება. მისი სიმღერები, რომლებიც საკმაოდ პოლიტიკურია უარყოფენ გენდერულ ბინარულობას და ამ ნიშნით ადამიანების სეგრეგაციას, რომელიც როგორც წესი, თეთრკანიანი მამაკაცების სასარგებლოდ მუშაობს. ის ღიად მოუწოდებს მსმენელს, რომ მეტი ისაუბრონ გენდერის შესახებ. თუ კი ადრე იგი ცდილობდა ფემინიზმზე, მიზოგინიაზე წერის პოეტური გზა მოეძებნა და მეტაფორებით ესაუბრა, ბოლო წლებში იგრძნო, რომ დაიღალა ყოველივე ამით და აღარ სჭირდებოდა შემოვლითი გზები ამ თემებზე სასაუბროდ. იგი შეეცადა რაც შეიძლება პირდაპირი ყოფილიყო და ისე მიეწოდებინა მსმენელამდე პოლიტიკური მესიჯები. მართლაც სიმღერაში “Human Drama” იგი ამბობს რომ გენდერი სხვა არაფერია თუ არა ტყუილი, ჰომოფობიის შესახებ კი აცხადებს, რომ შეუძლებელია ვინმემ სიყვარული არალეგალური გახადოს.