ზღაპრული ქალები

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
ლილი მამულაშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

გადაცემაში ვისაუბრეთ კლასიკურ თუ თანამედროვე ზღაპრებზე, რომლებიც სტერეოტიპებს ქმნიან და ამკვიდრებენ. ზღაპრებზე, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან, რომ დედინაცვალი ბოროტია, დედაბერი კი კუდიანი, რომ ქალი მხოლოდ სილამაზისთვის ფასდება, რომ იგი სუსტია და ადვილად ტყუვდება, რომ ძლიერი და გადამრჩენელი ყოველთვის კაცია - პრინცი იქნება ის თუ მონადირე.

სტუმრები: სალომე ბენიძე, ფემინისტი მწერალი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი და მაიკო ჩიტაია, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა იდა ბახტურიძე - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა:  First Aid Kit

შვედური ფოლკ დუეტი First Aid Kit, დების - 23 და 21 წლის კლარა და ჯოანა შოდერბერგების პროექტია. კლარა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, როდესაც პირველად დაწერა სიმღერა. ჯგუფი მაშინ დაარსდა, როცა გოგონები თინეიჯერები იყვნენ და სკოლაში სწავლობდნენ. დები ფემინისტმა დედამ გაზარდა, რომლის წყალობითაც გოგონებმა ადრეული ასაკიდანვე შეიტყვეს ფემინიზმის არსი.  მათი მელანქოლიურ მუსიკას შვედური ცივი, სასტიკი ზამთრის ასოციაციას ბადებს, რაც გოგონების შემოქმედების მნიშვნელოვან თემა წარმოადგენს.