პურის რიგი და უბნის მაღაზია: ბავშვების როლი ზრუნვის შრომაში ზრუნვის შესახებ ფემინისტურ ლიტერატურაში ფართოდ არის განხილული უთანასწორობა, რომელიც მოიცავს სქესის, კლასისა და ეთნიკური წარმომავლობის კატეგორიებს, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცევა ასაკს. გაეროს კვლევების მიხედვით, ბავშვები ადრეული ასაკიდან ითვისებენ ზრუნვისა და საშინაო საქმის პასუხისმგებლობებს.
სახელმწიფოს სექსუალური პოლიტიკა: ქალი პოლიტიკოსები, გენდერული ძალადობა და შესაძლო წინააღმდეგობის სტრატეგიები სახელმწიფოსა და ნაციას საკუთარი სექსუალობა და სექსუალობის პოლიტიკა აქვს, რომლითაც განისაზღვრება, რომელი სუბიექტები და პრაქტიკაა წახალისებული ქვეყნის შიგნით, რომელი სხეულია მონიშნული, როგორც წარმატებული, ლამაზი და სასურველი.
რატომ არ უნდა იყო ლამაზი სხეულის ხატის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და მასზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები. ყველაზე ხშირად კი სწორედ ნაცნობების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და შენიშვნებმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ქალებსა და კაცებს შორის არსებული უთანასწორობა უფრო შესამჩნევი და დამაზიანებელი სწორედ პანდემიების დროს გახდა.
ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა: ბაზისური საჭიროება თუ ფუფუნების საგანი? როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვგულისხმობთ შეზღუდვებს კონტრაცეფციაზე, დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე (ორსულობა, მშობიარობა), მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე, აბორტზე, აივ/შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების სამკურნალო და დიაგნოსტიკურ, ასევე სხვა არაერთი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისზე.
მშობლობა XXI საუკუნეში - შეუსრულებელი მისია ფემინისტური კრიტიკა დიდი ხანია მიემართება იმ პატრიარქალურ გზებს, რომლებიც ისტორიულად აყალიბებდნენ კარგი დედობის სტანდარტებს, არგებდნენ მას ეპოქისთვის დამახასიათებელ დომინანტურ კულტურულ თუ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო არც დედის, არც ბავშვის საჭიროებებთან. ავტორი თამთა თათარაშვილი
სექსუალობა და ფსიქოანალიზი ქვიარ თეორიის და უფრო მეტად, სექსუალობის მკვლევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ფსიქოანალიზი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ანტიჰომოფობიური კულტურული პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის. მაგალითად, ჯეფრი ვიქსისთვის ფროიდის თეორია საუკუნის ყველაზე რადიკალური თეორიული გამოწვევაა ფიქსირებული გენდერული იდენტობისა და სექსუალობის შესარყევად.
პანდემიის არათანაბარი გენდერული გავლენები ჩვენი პოდკასტით გვინდა, მოგიყვეთ ამბავი კოვიდ-19-ის გენდერულ მხარეზე, რომელიც ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ჯერ კიდევ შეუმჩნეველია.
ჟინვარი - თავისუფალ ქალთა ეკოსოფელი სირიაში ამ პოდკასტში ვისაუბრებ ჩრდილოეთ სირიაში (ქურთისტანში) არსებულ თავისუფალ ქალთა ეკოსოფელ – ჟინვარზე. წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძვნება სოფლის მანიფესტსა და ერთ–ერთ მაცხოვრებელთან ჩაწერილ ინტერვიუს.
ფემინიზმის თავგადასავალი და სახიფათო კავშირები „ბევრი იშრომე, ამბიციური ოცნებები დაისახე, შეუპოვრად მისდიე მიზანს და ყველაფერს მიაღწევ“ – ამბობენ კორპორაციული ფემინიზმის გმირები, რომლებიც დიდწილად განათლებული, პრივილეგირებული, თეთრკანიანი ქალები არიან.