- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/gender-stories-10-06-2015/27064366.html
ანოტაცია
სექსუალური შევიწროება ტაბუდადებული თემაა, რომელზეც არავინ საუბრობს, თუმცა არაერთ ქალს განუცდია ამგვარი რამ. როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი და იცის თუ არა მან თავისი უფლებები?
სტუმრები: ლიკა ჯალაღანია - ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი და ლელა ცისკარიშვილი, ფსიქოლოგი.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა ბაია პატარაია - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: The Knife
The knife შვედი და-ძმის: კარინ დრეიერ ანდერსონისა ოლოფ დრეირის ელეტრო-პოპ დუეტი არის. დუეტი 1999 წელს, გოთენბერგში დაარსდა. ჯგუფმა უკანასკნელი შოუ 2014 წლის ნოემბერში ჩაატარა, რის შემდეგაც დაიშალა. კარინი ფემინიზმით ადრეული ასაკიდანვე - 15 წლიდან დაინტერესდა და ძმასაც გააცნო. იგი იხსენებს, რომ ყოველთვის ცდილობდა გაეგო თუ როგორ ფუნქციონირებდნენ ძალაუფლების სტრუქტურები საზოგადოებაში და რატომ გააჩნდა ზოგიერთ ადამიანს გაცილებით მეტი ძალაუფლება, ვიდრე დანარჩენებს. თანასწორობის იდეა ერთ-ერთი ცენტრალურია იდეაა The Knife-ის შემოქმედებაში.