სახელი: ეკა იმერლიშვილი
განათლება: პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
თანამდებობა: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე.
სამუშაო თემები: სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი სათემო ინიციატივები, ქალთა და ფემინისტური მოძრაობები, გარემოს დაცვა.
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
ქალაქი: თბილისი
ელ.ფოსტა: eka.imerlishvili(at)gmail.com
ბიოგრაფია:
ბოლო 12 წლის მანძილზე ეკა მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში ადგილობრივი სათემო ინიციატივების განვითარებაზე ფოკუსირებულ პროექტებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 2012-2013 წლებში ეკა აგრეთვე უძღვებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებულ დეპარტამენტს და მონაწილეობდა საქართველო-ევრო კავშირის ასოცირებული ხელშეკრულების ნარჩენების თავის მოპალარაკებებში. 2014 წლიდან ეკა მუშაობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საქართველოს ოფისის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტში და ხელს უწყობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის, შესაძლებლობების გაზრდისა და მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უერთიერთთანამშრომლობის ინიციატივებს. ეკა არის ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი და რადიო გადაცემების “ფემინსტრიმი” თანა-წამყვანი.
ნაშრომები:
- პოლიტიკის ქადაგება სატელევიზიო ამბიონიდან, LAP Lambert Academic Publishing 2010-01-12.