სექსუალობა და ფსიქოანალიზი

მოუსმინეთ ანა ილურიძის პოდკასტს:

ქვიარ თეორიის და უფრო მეტად, სექსუალობის მკვლევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ფსიქოანალიზი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ანტიჰომოფობიური კულტურული პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის. მაგალითად, ჯეფრი ვიქსისთვის ფროიდის თეორია საუკუნის ყველაზე რადიკალური თეორიული გამოწვევაა ფიქსირებული გენდერული იდენტობისა და სექსუალობის შესარყევად.

 

ანა ილურიძის ფოტო

თუმცა, არსებობენ ავტორები – მაგალითად, ფემინისტი ივ სეჯვიკი, რომელთათვისაც ფსოქოანალიზი დასავლური რომანტიული ტრადიციის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც დიდი შანსია, შეზღუდული და ნორმატიული, განსხვავებების აღმოფხვრის ეთიკური პროგრამა გახდეს. ამის ტრადიცია საქართველოშიც გვაქვს – არაკონფორმული იდენტობის/თვითგამოხატვის ან სექსუალობის ადამიანები, გარდატეხის ასაკში ხშირად მიჰყავთ მშობლებს ფსიქოლოგებთან ან ფსიქიატრებთან რათა „უმკურნალონ“ მათ „არანორმალურ“ სექსუალობას.

ვფიქრობ, სექსუალობის თეორია ფსიქოანალიზის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნებოდა და იმ ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც აღიარებენ ფსიქოანალიზის ცენტრალურ მნიშვნელობას სექსუალობის საკითხებში, მაგრამ, ასევე, აცნობიერებენ, რომ ფროიდის თეორიას პრობლემა აქვს ქალის სექსუალობის საკითხის აღქმის თავისებური სტილის, ან  პირდაპირ რომ ვთქვათ, მჩაგვრელის პოზიციიდან ამ საკითხის გადმოცემის გამო.

სწორედ ამიტომ, პოდკასტის პირველი ჩანაწერი სექსუალობას და ფსიქოანალიზს ეხება. პოდკასტის სტუმარია ნატუკა ნაცვლიშვილი.

სექსუალობა და ფსიქოანალიზი ► ანა ილურიძის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube