შეწყვეტილი მაისი

ეათე წელია, ისევ დგება მაისი. ეათე წელია, მაისის დადგომასთან ერთად ჩემ გარშემო იწყება ხმაური და ჟურნალისტები, აქტივისტები, ყოფილი თანამშრომლები, მხარდამჭერები თუ, უბრალოდ, მეგობრები, მთხოვენ, ვთქვა ან დავწერო რამე 17 მაისის შესახებ, ჩავერთო კვლევაში, მოვამზადო სტატია, მონაწილეობა მივიღო დისკუსიაში, ჩავწერო ინტერვიუ, დავესწრო კონფერენციას, გადავიაზრო, შევაფასო, გავაანალიზო 17 მაისი

ყოველ ჯერზე მორჩილად ვეძებ საჭირო სიტყვებს და ვცდილობ, პირნათელი ვიყო ყველასთან, ჩემი პოზიცია იყოს სწორი, ჩემი ხედვები და პროგნოზები - დაბალანსებული, ემოციები და განწყობები - მოთოკილი, მომწყემსილი, ამა თუ იმ მხარის მაამებელი.  

მეათე წელია, ენას ვიტეხ იმაზე საუბარში, რის თქმაც მესიკვდილება და სინამდვილეში, მინდა, მოვყვე, რომ ანტიფსიქოზური და ნეიროლეპტიკი მედიკამენტების კოქტეილი მომიტანა 17-მა მაისმა; რომ ბიძა, რომელმაც ჩემზე უარი თქვა, ისე გარდაიცვალა, არ მინახავს და შურისძიების მოუხელთებელი სურვილი დამყვება ფეხდაფეხ.  

ოველი მომდევნო წელი ახალ-ახალ ამოცანებს, პრეტენზიებს, დილემებს აჩენს ჩემ წინაშე და ყოველ წელს იზრდება იმ ადამიანთა თუ ხდომილებათა რიცხვი, რომელთა აზრიც, შინაარსიც და კონტექსტებიც უნდა გავითვალისწინო, უნდა მოვისმინო.

ნახატი, გოგონა, ცრემლებით
Teaser Image Caption
ავტორი: ნინო ელიაშვილი

აც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ცდილობს ყველა გარშემო, დანაშაულის გრძნობა გამიღვივოს, პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი ამკიდოს წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, და თუ დანაშაულის ამ განცდას ავირიდებ, პასუხისმგებლობის ვექტორებს საკუთარი თავისკენ არ მოვმართავ, სასჯელიც არ დააყოვნებს - მაშინ მხარდაჭერას აღარ უნდა ველოდო, თანაგანცდის იმედი არ უნდა მქონდეს

ირგვლივ ველა სიტყვა, ყველა თვალსაზრისი, ყველა განწყობა მუშაობს მხოლოდ იმის სასარგებლოდ, რომ დავეჭვდე საკუთარ თავში, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ყველაფერი, რასაც ვამბობ, ვწერ, დარწმუნებული არ ვიყო ჩემი ამბების, სიტყვების, ემოციების ვალიდურობაში და ყოველ ჯერზე თავს ახლიდან ვკითხო: მაქვს კი 17 მაისზე საუბრის უფლება, არის კი ჩემი სათქმელი იმის ღირსი, რომ ხმამაღლა გაჟღერდეს და ვიმსახურებ თუ არა ტრიბუნას, რომელიც დამითმეს, მოვერგები თუ არა მოლოდინს, რომელიც ჩემ მიმართ აქვთ სხვებს?

მჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება

მჯერად გამოვათავისუფლებ სივრცეს იმ ამბებისთვის, რომლებსაც აქამდე უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი ადგილი ეჭირათ საჩვიდმეტმაისო ციებ-ცხელების რუკაზე და უგზოუკვლოდ იკარგებოდნენ იმ დისკუსიებში, სტატიებსა თუ ინტერვიუებში, სადაც არასდროს უკითხავთ, როგორ ვიყავი და რას ვგრძნობდი მე, რის ნაცვლადაც ყოველთვის მეკითხებოდნენ, რას ფიქრობდა ჩემზე ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი, საპატრიარქო და ხალხი.

ემი ამბები იქნება დანაწევრებული და ფრაგმენტული, ისეთივე, როგორიც ჩემი მეხსიერებაა, რომელმაც გადარჩენის ყველაზე მარტივ გზად დისოცირება აირჩია.

2012 

ველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა აპრილის დასაწყისში ტრანს ხილვადობის აღსანიშნავად 20-მდე აქტივისტმა ლოყაზე ცისარტყელის დროშა მივიხატეთ და ამავე დროშის ფრიალით რუსთაველის ქუჩა ჩავიარეთ - ყურიც არავის შეუბერტყავს მაშინ და ერთი-ორი ცნობისმოყვარე მოქალაქის გარდა, რომლებიც გაზადაგზა კითხულობდნენ, რა გინდათ, შვილო, რას ითხოვთო, მსვლელობაშიც ხელი არავის შეუშლია. ფოტოებზე, ამ დღეს რომ მახსენებს, ჩემ გვერდით თემო დგას, რომელიც ჩემზე ბევრად უმცროსია და რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა

რთი თვის შემდეგ ვერავინ გავთვალეთ, რა მოჰყვებოდა საჩვიდმეტმაისოდ ამავე ქუჩის მსვლელობით გავლას და ფილარმონიიდან დავუყევით გზას, ამჯერად ცოტათი უფრო მეტნი, ვიდრე - წინაზე. ახლში სიცხიანი ბავშვები მყავდა დატოვებული და შიგადაშიგ ტელეფონზე ვიხედებოდი - ფებრილური გულყრა ემართებოდათ ხშირად და თუ სიცხე მაღალ ნიშნულს მიაღწევდა, სახლში უნდა გავქცეულიყავი

ელეფონს ხელს არ ვუშვებდი მაშინაც, როცა პოლიციელებმა მანქანაში ჩამტენეს და ძალით გამომგლიჯეს ხელიდან იმის მიუხედავად, რომ ვთხოვდი, ზარზე პასუხის გაცემის უფლება მომეცით, თოთო ბავშვები მყავს სიცხიანი-მეთქი. ავშვები თუ გინდოდა, აქ რას მოეთრეოდიო, მიღრიალა მაშინ კაცმა, რომელიც წინა სავარძელზე იჯდა და რომელსაც ხელში ჩემი ტელეფონი ეჭირა. ელეფონი კი რეკავდა და რეკავდა.

ერე მეგობარი, რომელიც ჩემი დაკავების სცენას შეესწრო, ხშირად მახსნებედა, რა სასაცილო ვიყავი იმ მომენტში, როცა პოლიციელს ვევედრებოდი და ვუხსნიდი, რომ პატარა შვილები მყავდა და ჩემი დაკავება არ შეიძლებოდა. მეც, ყოველ ჯერზე, როცა ამ მეგობარს ვხედავ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ, რა იქნება, ეს ამბავი აღარ გამახსენოს, სიცილით აღარ მოჰყვეს, როგორ ეუბნებოდა მაგდა პოლიციელს, რომ შვილების დედაა

ოცა პოლიციის მანქანამ უკან დამაბრუნა, ადგილზე დამხვდენ ადამიანები, რომლებიც დახმარებას მთავაზობდნენ და თან მიხსნიდნენ, რომ ყველაფერი, რაც დაგვემართა, დაუდევრობისა და გაუფრთხილებლობის ბრალი იყო. ომ მათთვის რომ გვეკითხა ჭკუა, ეს ამბები არ მოხდებოდა

ახლში დაბრუნებულს კორპუსთან ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანა დამხვდა

2013

ღამეა. და ლევანი  რუსთაველზე კაფე გალერიდან გამოვდივართ და იქვე, ასახვევში მობირჟავე ბიჭებს ვამჩნევთ. ვეშინია. რთმანეთს ვუყურებთ და ვცდილობთ, გავიცინოთ, მოზომილად, ისე, რომ ყურადღება არ მივიქციოთ. ელები გვიკანკალებს. ხლა რომ გვცემონ. ქარი ნაბიჯით მივდივართ მიწისქვეშა გადასასვლელისკენ და კიდევ უფრო ჩქარი ნაბიჯით ამოვდივართ ქუჩის მეორე მხარეს, ტაქსის ვაჩერებთ. დღის მერე ყოველი წლის 16 მაისს გავდივართ ღამით ქუჩაში და იმ ადგილებს ვათავლიერებთ, სადაც მეორე დღეს ჩვენთვის სასაკლაოს მოაწყობენ, სადაც გავლის უფლებას არ მოგვცემენ, სადაც ავტობუსებში შეგვდენიან. ვიკვირს, რომ იქ, სადაც ხვალ შიშის ზარი დაგვეცემა თავს, ახლა სიჩუმე და სიმშვიდეა. ერიტორიას ვზომავთ - აქ ჩვენ ვიდგებით, იქ პოლიცია, აქეთ ავტობუსები, იქით ისინი

აშინ, როცა პირველად გავიქეცი ავტობუსისკენ, პოლიციელი მომდევდა უკან და მაჩქარებდა - სწრაფად, თორემ ვეღარ გიშველიო. ვტობუსში ავვარდი და წინ გავიხედე, მეორე ავტობუსისკენ, რომელსაც თავი იმ გოგომ შეაფარა, მე რომ მიყვარდა.

ეტი აღარაფერი მახსოვს

ახლში ტაქსით ვბრუნდები, მას მერე, რაც ავტობუსიდან პოლიციის მანქანაში გადამსვეს და პოლიციის მანქანამ ისანში დამტოვა. ვიცი, რატომ ვფიქრობ, რომ გზად პურის ყიდვა კარგი აზრია და უბნის მაღაზიაში შევდივარ. ონსულტანტი, რომელიც ყოველ ჯერზე ღიმილით და მოკითხვით მხვდება, ჩემ წინ სხვის ნავაჭრს სალარო აპარატთან ატარებს და თან ამბობს, რომ ყველა, ვინც იქ იყვნენ დღეს, ავადმყოფები, დასაწვავები და დასაფერფლები არიან. იყურებს. უყურებ. მიღიმის. ვუღიმი.

2014

წევარ. ახლიდან მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს გავდივარ. წევარ და ვაკეთებ არაფერს. ერაფერს. თახიდან ოთახში პატარა კატა დარბის, აკვარიუმში თევზი ცურავს და მე ვერაფერს ვგრძნობ, ვერც მაისის მოსვლას. ოგვიანებით ფოტოს ვნახულობ, სადაც პუშკინის სკვერში ფეხსაცმელები აწყვია. , რაც ჩვენგან დარჩა

2015

აჩვიდმეტმაისო ღონისძიება სამ სხვადასხვა ადგილზე იმართება. ამი ორგანიზაცია მრგვალ ბაღში, ვაჩნაძის ქუჩაზე და პროკურატურის შენობასთან ნაწილდება. ვაჩნაძის ქუჩაზე ვდგავარ, იქ, სადაც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წევრები და თანამშრომლები 2013-ში ბეწვზე გადაურჩნენ ჩაქოლვას. ოლიციას მინიავტობუსით მივყავართ ადგილზე და გვაფრთხილებს, რომ ცოტა დრო გვაქვს, მალე უნდა მოვრჩეთ. ეშინია და იქ მინდა, სადაც ლევანია, სადაც სხვა მეგობრები არიან.

2016

ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვედრაზე გვეუბნება, რომ ყველა სტრატეგიული ადგილი დაკავებულია და შეგვიძლია, ისევ მრგვალ ბაღში ავიდეთ, ან ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, თემქაზეც, აქვე. ვეუბნება, რომ დაცვის გარანტიას ვერ გვაძლევს და თუ რამეს მოვიმოქმედებთ, პასუხს არ აგებს შედეგებზე. ერიოდულად სხვადასხვა ადამიანები მოდიან, ამ წელს და ოველ მომდევნო წელს მაგიდასთან მსვამენ და მეკითხებიან, მინდა თუ არა, რომ ჩემსა და სხვა ადამიანებს შორის ტანკები ჩადგნენ, სპეცნაზმა წყლის ჭავლი გამოიყენოს და ადამიანებს ჩემი დაცვის სახელით სცემონ, ატკინონ. ოველ ჯერზე, კისა და არას შორის, გულწრფელობასა და სწორ აზრს შორის სიტყვების მოძებნა მიჭირს, ხან კის ვამბობ, ხან არას და დანაშაულის, სირცხვილის გრძნობა არ მტოვებს, ჩემკენ მომართული შეკითხვები და დამუნათებები სივრცეს არ მაძლევს იმისთვის, რომ პასუხი, რომელიც ენაზე მადგას და რომლის არტიკულირებაც მიჭირს, სიტყვებად დალაგდეს და ვთქვა - მე არ ვარ ამ შეკითხვების ადრესატი, მე ნუ მისვამთ შეკითხვას და ნუ მევაჭრებით, რის ფასად მირჩევნია გადარჩენა

წელს უფორმო პოლიციელები საპატრიარქოსთან სტენსილების გამო ძალადობრივად გვაკავებენ მე და ჩემს მეგობრებს და მე ცხოვრებაში პირველად შიშისგან ვიფსამ - დაღმართზე, სადაც კისერში რბილი დარტყმით მდევარმა წამაქცია, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მომსდევდა და მეგონა, რომელიმე ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრს ჩავუვარდი ხელში. ამე იყო და ჩემი სველი შარვალი, დიდი ალბათობით, მაშინ ვერავინ შეამჩნია, თუმცა მე სირცხვილისგან ვიწვოდი და ვმალავდი, როგორც შემეძლო

ისევ, გარშემო ყველა ცდილობდა, დავერწმუნებინე შეფარვით ან ხილულად, რომ ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ეს რომ არ ჩამედინა, არც არავინ მცემდა და არც არავინ დამიჭერდა, რომ უფრო წინდახედული უნდა ვყოფილიყავი, უფრო მეტი ადამიანისთვის უნდა მეკითხა ჭკუა და აი მაშინ კი დავიმსახურებდი ემპათიას - მათ ემპათიას, ვის ჭკუაზეც გავივლიდი.

2017

ამსახური მაქვს და შემიძლია, ბილეთი ვიყიდო. ორს მივფრინავ, კონტინენტის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში გავრბივარ, რომ თავი ავარიდო მორიგ აყალმაყალს, მორიგ ჭკუისსწავლებას, მორიგ დადანაშაულებას. ღარ მინდა.



არეთ თავსხმა წვიმაა, მე პატარა ოთახში ვიწრო საწოლზე ვწევარ და ტელეფონში სამუშაო ჯგუფს ვუზივარ - ვერ ვწყდები აქაურობას. ამოდი, მწერენ ბოლოს მეგობრები წინა დღით უკან ვბრუნდები

აქცევა არ გამომდის. სევ ყვითელ ავტობუსში ვზივარ, ისევ პოლიციის კორდონის წინ ვდგავარ და მიკროფონით ხელში კანცელარიის კიბეებიდან იქითკენ ვიყურები, საიდანაც საფრთხეს ველოდები. ამშენებლო ამწეს ვხედავ და რახარუხის ხმები ისმის. ეშინია. იტყვები ერთმანეთში მებლანდება და არ მახსოვს, რა ვთქვი. თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ სისულელე ვილაპარაკე. კან ისევ ავტობუსებით, ჩუმად, შემოვლითი გზით გვაბრუნებენ

2018

წლის მოვლენებზე სასაუბროდ ჯერ მზად არ ვარ. აველოდები კიდევ 10 წელს, იქნებ შევძლო და მერე გავიხსენო, როგორ დაიშალა, დანაწევრდა, ჩამოირღვა და ხელში შემოგვეფშვნა ყველაფერი, როგორ ვეღარ გაუძლო ჩვენმა სხეულებმა მუდმივ თავისმართლებას, განმეორებად სამსჯავროებს, ზეწოლებსა და სხვადასხვა ინტერესების შენაკადებს, სხვადასხვა აქტორების გავლენებს

ავმარცხდით.

მის აღიარება არ ყოფილა იოლი, თუმცა, იყო გარდაუვალი

არცხისთვის თვალის გასწორება ცოტა ხნით მათავისუფლებს დანაშაულის მტანჯველი შეგრძნებისგან, მუდმივი შფოთვისა და ღელვისგან, ყოველი ჩემი წარმოთქმული თუ დაწერილი სიტყვის კრიტიკის ქარცეცხლში გატარებისგანახლა შემიძლია, დავისვენო. აწი შემიძლია, აღარავის ჩავაბარო ანგარიში. შემეშვით.

2019, 2020

შემდეგი წლები მარცხის განმტკიცებისა და შესისხლხორცების წლებია. ემოციური გაშეშების, დისტანცირების, გაქცევის და დამალვის - ამჯერად საკუთარი თავისგან, საკუთარი ბრაზისგან, უმწეობისგან, იმ იმპულსებისგან, ტალღებად რომ მოდის და მარწევს ზემოთ-ქვემოთ, დამათრევს მოქმედების სურვილსა და უმოქმედობის საჭიროებას შორის, ხმამაღლა ყვირილსა და სიჩუმის აუცილებლობას შორის. ნელ-ნელა ეს კონტრასტებიც ილექება, ეს აღმართები და დაღმართებიც სწორდება და ვრჩები მთხრობლად, ჟამთააღმწერლად, რომელსაც ამბების მოყოლის გარდა სხვა აღარაფერი ევალება, სხვა აღარაფერი შეუძლია.

ათი წელი გავიდა და ახლა თავს უფლებას ვაძლევ, ვისაუბრო 17 მაისზე ისე, რომ ჩავაქრო მკითხველების მხარეს წითლად ანთებული ღილაკები და მჯეროდეს, რომ ჩემი ამბავი ვალიდურია, ღირებულია, ისეთი, როგორიც არის; გადმოვცე ისე, როგორც შემიძლია და თავად გადავწყვიტო, რაზე ვლაპარაკობ მაშინ, როცა 17 მაისზე ვლაპარაკობ.

ბლოგპოსტი თავდაპირველად პოდკასტის ჩანაფიქრი იყო, სადაც მე და ლევანს უნდა გვესაუბრა და გაგვეხსენებინა ერთმანეთისთვის ჩრდილში დარჩენილი ისტორიები, მაგრამ ლევანმა ბოლო წუთს უარი მითხრა, თქვა, რომ არ სურს ამ თემაზე ლაპარაკი და არ შეუძლია არაფრის გახსენება

ინდა, მასზე იფიქროთ. ევანსა და ყველა იმ ადამიანზე, ვისაც დღეს ხმა არ ამოუღია.