ხუთი ყველაზე პოპულარული ფემინისტური სტატია

2021 წელს, ასი ათასამდე ადამიანმა წაიკითხა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინისტურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული სტატიები, კვლევები თუ სხვა პუბლიკაციები.  გვსურს, მადლობა ვუთხრათ ჩვენს მკითხველს და იმედი დავიტოვოთ, რომ 2022 წელს კვლავაც შევძლებთ თქვენამდე მოვიტანოთ ფემინისტური და ქვიარ ცოდნა და გავაგრძელოთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გენდერულ ასპექტებზე საუბარი.

ასევე, მადლობას ვუხდით  ჩვენს ავტორებს გაწეული შრომისა და საჭირო და დროული სათქმელის მკითხველამდე მიტანისთვის. თითოეულ ავტორთან თანამშრომლობა ფონდისთვის ძალიან ღირებულია.

Კითხვის დრო: 2 წუთი
ქალები მაგიდის გარშემო სხედან

2021 წელს, ჩვენი პლატფორმის საშუალებით, ზრუნვის თანმიმდევრული პოლიტიკის არარსებობასა და საჭიროებაზე დავიწყეთ საუბარი. შევეცადეთ იმ ჯგუფებთან გვესაუბრა და მიგვეტანა სათქმელი, რომლებიც საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საკვანძო შრომას გასწევენ. მათ შორის არიან შინმშრომელი ქალები, ძიძები, სოფლად მცხოვრები ქალები, მარტოხელა დედები.

მოხარული ვართ, რომ წელს აზერბაიჯანელი  მკვლევრების, ქვიარ და ფემინისტი აქტივისტების ტექსტების კითხვის შესაძლებლობაც მიეცა ჩვენს მკითხველს.

წარმოგიდგენთ 2021 წლის ყველაზე პოპულარულ ხუთ სტატიას:

 

ჩვენს ფემინისტურ ვებგვერდზე წლის ყველაზე პოპულარული სტატია ლელა გაფრინდაშვილის ტექსტია ფემინიზმსა და ქალთა უფლებებზე.

სტატია 2014 წელს გამოქვეყნდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხული ფემინისტური ტექსტია. გვიხარია, რომ ქართული ფემინიზმის ისტორია და ქალთა ისტორიის კვლევა, ჩვენი მკითხველის ინტერესს იწვევს. ეს არის მოტივაცია ამ კუთხით ჩვენი შრომის გაგრძელებისთვის.

1. ლელა გაფრინდაშვილი: ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ

ბარბარე ჯორჯაძე

 

მოხარულები ვართ, რომ ზრუნვის შრომაზე მომზადებული სტატიები მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მეორე ყველაზე ხშირად წაკითხული სტატიაა ნათია ქარჩილაძის „ბავშვთა ხელოვნური კვება - დედები კრიზისის ზღვარზე“. სტატია ბავშვთა კვების პრაქტიკებზე და ხელოვნური კვების მარკეტინგულ ქსელზე აღწერს.

2. ნათია ქარჩილაძე: ბავშვთა ხელოვნური კვება - დედები კრიზისის ზღვარზე

ძუძუთი კვების სტატისტიკა

 

მკვლევარი თათა ვერულაშვილი წერს მარტოხელა დედობაზე, როგორც მდგომარეობაზე, რომელიც ქალს სოციალურად უცხო და ეკონომიკურად მარტოდ ტოვებს.

3. თათა ვერულაშვილი: მარტოხელა დედობის საფასური

მარტოხელა დედები ილუსტრაცია

 

ინა ჩარკვიანის სტატია სოფლად მცხოვრები ქალების ყოფაზე, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოებით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი ტექსტი იყო, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.     ინა ვანში ქალების შრომაზე დასაკვირვებლად ჩავიდა, სტატიაც თერთმეტ ვანელ ქალთან ინტერვიუს ეყრდნობა. აქვეა ქალების შრომის და ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოებიც.

4. ინა ჩარკვიანი: სოფლად მცხოვრები ქალების შრომა

სოფლად მცხოვრები ქალები

 

მკვლევარისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიანტის, ლიკა ჯალაღანიას სტატია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა, დღემდე საინტერესო საკითხავად რჩება ჩვენს ვებ გვერდზე. ტექსტი გვიზიარებს მნიშვნელოვან დაკვირვებასა მსმენელის ძალაუფლებაზე, როდესაც საქმე ეხება ქალთა მიმართ ძალადობას და მსმენელსა და მთხრობელს შორის არსებულ დაუძლეველ იერარქიაზე.  

5. ლიკა ჯალაღანია: მსმენელის ძალაუფლება და ქალთა ხმა

რუსუდან ხიზანიშვილის ნახატი