ფემინისტური საკითხავი

Articles


2024 წლის ხუთი ყველაზე პოპულარული ფემინისტური სტატია

გამოქვეყნებული: 28 თებერვალი 2025
2024 წელი მარტივი წელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა გვიხარია, რომ მიუხედავად სირთულეებისა,შევძელით გამოგვექვეყნებინა ქართველ, აზერბაიჯანელ და ბოსნიელ ავტორთა 12 სტატია, ასევე, სიღრმისეული ვიდეო დისკუსია “საქართველოს (ანტი)გენდერული დემოკრატია და ავტორიტარიზმის დაპირება“, რომლის წერილობითი შეჯამებაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე. გასულ წელს ასევე გამოვაქვეყნეთ ბეჭდური პუბლიკაცია „მასკულინობები სამხრეთ კავკასიაში: ფორმები, იერარქიები და გამოწვევები“, რომელიც აუდიტორიას წარვუდგინეთ თბილისში, ერევანში და ონლაინ.

More articles about ფემინისტური საკითხავი (45)



პუბლიკაციები


ყდის აბსტრაქტული ილუსტრაცია

თმაზე აკრული აბლაბუდასავით

გამოქვეყნებული: 4 ოქტომბერი 2024
ტექსტში ავტორი სხეულთან ურთიერთობისა და სხეულად ყოფნის გამოცდილებებს მკვლევრის პერსპექტივით გვიზიარებს. მისი მიზანი მკვლევრის სხეულსა და საკვლევ ველს შორის გაბმული მაკავშირებელი ქსელების პოვნაა. ტექსტი გენდერულ დისფორიაზე, სხეულის მოუხელთებლობასა და მის კომპლექსურობაზე საუბრით ცდილობს, გამოიჭიროს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ავტოეთნოგრაფიასა და ეთნოგრაფიას შორის გავლებული მკაცრი საზღვრები. ეს მცდელობა კი იმ პერსპექტივას აგრძელებს, რომელიც ხაზს უსვამს ემოციებისა და შეგრძნებების მნიშვნელობას და მათ კვლევის საინფორმაციო ფუნდამენტურ წყაროდ მოიაზრებს.  
Cover page depicts a picture of a woman wearing black clothing

ჩვენი შავი ფერის 90-იანები

გამოქვეყნებული: 3 ივლისი 2024
წარმოგიდგენთ სალომეა ბაუერის გრაფიკულ ნოველას "ჩვენი შავი ფერის 90-იანები", რომელიც შესულია 2023 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში "ფემინიზმი ფოტოებით", რომელიც შვიდი არტისტის ნამუშევრებს აერთიანებს ბრაზილიიდან, ირანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და კენიიდან. 




More pages about ფემინისტური საკითხავი