კლარა კვეესი

1903-1990 / მხატვარი

დაიბადა თბილისში, ლატვიური წარმოშობის ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც მოგვიანებით "მოდერნისტული ხელოვნებით გატაცების" ბრალდებით გარიცხეს. ფერწერისა და გრაფიკის გარდა მუშაობდა თეატრში, ასევე მუშაობდა მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტ არქეოლოგიურ ექსპედიციაში. მისი არქეოლოგიური ჩანა­ხატებით, სქემებითა და რეკონსტრუქციებით იბეჭდებოდა არქეოლოგიური ანგარიშები, სამეცნიერო კვლევები, მონოგრაფიები, მაგრამ არსად არ არის მოხსენიებული.

მისი შემოქმედება კლასიკურობის ნიშნებს ატარებს, ნახატისა და კომპოზიციის უბადლო მცოდნე, კლასიკური ყაიდის მხატვარია, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს, მაშინდელი მხატვრული ეპოქის კვალდაკვალ იმუშაოს მოდერნიზმის თითქმის ყველა მიმართულებით. 

პირველი პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1967 წელს გამართა.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site