ბარბარე /ვარინკა/ მაჭავარიანი-წერეთელი

1874-1948 / კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე

ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით. მისი ნიჭიერებით მოხიბლული იყო აკაკი წერეთელიც. 1895 წელს დაიბეჭდა აკაკის “სულიკო” და თავად ავტორმა სთხოვა ვარინკას, ლექსისთვის სასიმღერო ჰანგი შეერჩია. ასე შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა.

1909 წლიდან ვარინკა “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” თავმჯდომარეა ყვირილის (ზესტაფონი) თემში. რამდენიმე წელიწადში მან აქ სამკითხველოს გახსნაც მოახერხა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. ეს პატარა განათლების კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა.

1937 წლის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში “სულიკო” ა. მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლმა შეასრულა, მაგრამ არა როგორც ვარინკა წერეთლის, არამედ – როგორც ხალხური სიმღერა. ვარინკას მრავალწლიანი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ ამ არნახულად პოპულარული სიმღერის ავტორობა დაედასტურებინა. მიუხედავად კომპოზიტორთა კავ­შირის პოზიტიური დასკვნისა, სიმღერის ავტორი არცერთ სანოტო გამოცემაში არაა მოხსენიებული.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site