ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?
ეშინიათ თუ არა ფემინიზმის საქართველოში? როგორია ფემინიზმის თეორია და პრაქტიკა? განსხვავდება თუ არა ფემინიზმი ქალაქში და სოფლად? და მაინც, რა არის ფემინიზმი?
ამ კითხვების ძიება ჩვენ დოკუმენტური ფილმის ფარგლებში ვცადეთ - "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?". ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში 2013 წელს, როდესაც ფემინისტური ლექციების ციკლი ქუთაისსა და ოზურგეთში ტარდებოდა. გადამღები ჯგუფი მონაწილეობას იღებდა პროექტში, ხვდებოდა ადგილობრივ მონაწილეებს, პოულობდა საინტერესო პერსონაჟებს და ეს დინამიური ფილმი სწორედ ამ მასალით შეიქმნა.
რეჟისორი: ია ბარათელი