სალომე ასათიანი

Კითხვის დრო: 2 წუთი

განათლება: გენდერის კვლევების ფილოსოფიის მაგისტრი, მედიის კვლევების მაგისტრი.

თანამდებობა: რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის რედაქტორი.

კვლევის ინტერესები: მედიის კვლევები, ფემინიზმის ისტორია და თეორია, გლობალიზაციის თეორიები, პოსტკოლონიური კვლევები, სუბკულტურის კვლევები, მასკულინობის კვლევები, ნაციონალიზმის კვლევები, თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფია.

ენები: ინგლისური, რუსული

ქალაქი: პრაღა

ელ.ფოსტა: asatianis[at]rferl.org

ბიოგრაფია:

სალომე ასათიანი რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რედაქტორი, გადაცემების წამყვანი და ბლოგერია და აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და კულტურის საკითხებს. მანამდე, 2004-2005 წლებში, სალომე მუშაობდა რადიო თავისუფლების დამოუკიდებელ კორესპონდენტად და ამზადებდა ყოველკვირეულ პროგრამას საქართველოში მრავალფეროვნების, უმცირესობების დატოლერანტობის თემებზე. მოპოვებული აქვს გენდერის კვლევებში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (წარჩინებით), მედიის კვლევებში მაგისტრის ხარისხი ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტში (წარჩინებით) და ბაკალავრის ხარისხი კინომცოდნეობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ასევე წარჩინებით). ჟურნალისტად მუშაობის დაწყებამდე, სალომე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და როკმუსიკის დიჯეის პოზიციაზე მუშაობდა ერთ-ერთ ადგილობრივ რადიო სადგურზე.

სტატიები და კვლევები:

1. წინასიტყვაობის ავტორი: ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ (წიგნი მზადდება გამოსაცემად, დავით კაკაბაძის თარგმანი);

2. რედაქტორი: „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“ (2014, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გამოცემა);

3. წინასიტყვაობის ავტორი: ტონი ჯატის „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ (2012);

4. „გარღვეული იზოლაცია, კულტურული იმპორტი და გენდერული ამბოხი -  საბჭოთა საქართველო და ფრანკისტული ესპანეთი, 1960-1970-იანი წლები“  (კვლევა, 2002-2003 წლები);

5. „პრაიმ-ტაიმ ტელევიზია და მორალის საკითხები: საქართველოს მაგალითი“ (ამსტერდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევა, 2003-2004);

6. „ახალი ჰოლივუდი და ‘მასკულინობის კრიზისი’“ (კვლევა, 2000);

7. „წარმოსახვითი ერთობის ძიებაში: ნაციონალიზმი და ეთნიკურობა 1990-იანი წლების ქართულ კინოში“ (კვლევა, 1999).