ქეთევან ხიდაშელი

Კითხვის დრო: 1 წუთი

განათლება: ინჟინერი, ბაკალავრის ხარისხი

თანამდებობა: „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“, თავმჯდომარე

სამუშაო თემები:  ოჯახში ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ქალების პოლიტიკური ჩართულობა, სათემო განვითარება, ფილანთროპია.

ადგილი: ოზურგეთი, სოფელი დვაბზუ

ბიოგრაფია:

ქეთევანი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1980-1986 წლებში სწავლობდა. 1988 წელს მან ინჟინერ-კონსტრუქტორად დაიწყო მუშაობა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, სადაც 6 წელი იმუშავა. 2008 წელს ქეთევანი საცხოვრებლად თბილისიდან სოფელ დვაბზუში გადავიდა. სწორედ ეს არმოჩნდა გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში, რის შემდეგაც სამოქალაქო აქტივიზმში ჩაერთო. 2008 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი, 2010 წელს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დააფუძნეს.ქეთევანი რეგულარულად ესწრებოდა სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს: გენდერული თანასწორობის სკოლა, ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობა, ლიდერობის გაკვეთილები, დაფინანსების მოძიება, ადვოკატირება, ფილანთროპია. 2008 წლის შემდეგ ორგანიზაციამ 15 პროექტი განახორციელა.