საფო გიგინეიშვილი-მგელაძე 1894-1936 / მწერალი. საფო ქართული პრესის ფურცლებზე თავის პირველ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: “გურული ქალი”, “ეწერელი ქალი”, “მუშა ქალი”, “სანი”. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
მარიამ დადიანი-ანჩაბაძე 1870-1959 / საზოგადო მოღვაწე. ხელმძღვანელობდა ქართული პერიოდიკის გავრცელებას და სამკითხველოების დაარსებას, რაც საბოლოოდ სოხუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის გახსნით დაგვირგვინდა. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით - ქალთა ორგანიზაცია “მანდილოსანი” (1913-1914). ავტორი ეკატერინე ფირცხალავა
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე ბარბარეს ოჯახის გარეთ სხვა განათლება არ მიუღია, თუმცა სწორედ ის აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოების მხრიდან გაკიცხვას და სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იგი იბეჭდებოდა “ცისკარში”, “დროებაში”, “ივერიაში”, “კვალსა” და “ჯეჯილში”. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
ნატო ვაჩნაძე 1904-1953 / კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის დამსახურებული არტისტი, პირველი ქართველი კინოვარსკვლავი. ავტორი თამთა თათარაშვილი
თინათინ ვირსალაძე 1907-1985 / ხელოვნებათმცოდნე. ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ავტორი თამთა თათარაშვილი
ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი 1851-1938 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1868 წლიდან ეკატერინე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხსნის სამრევლო სკოლებს და ცდილობს, თვითგანვითარების გზით დროებას არ ჩამორჩეს. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე 1940-1992 / კინომცოდნე. თამაზ ქვარიანთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოფაკულტეტი ჩამოაყალიბა. ავტორი თამთა თათარაშვილი
ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი 1849-1932 / საზოგადო მოღვაწე, მწერალი. თანამოაზრეებთან ერთად დაუღალავად იღვწოდა პედაგოგთა გადამზადებისა და გოგონათა განათლების გასაუმჯობესებლად. ავტორი ლელა გაფრინდაშვილი