ბერტა ფონ ზუტნერი

1843-1914 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ავსტრიელი, მაღალი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი მწერალი და მშვიდობისათვის მებრძოლი აქტივისტი; მუშაობდა ალფრედ ნობელის მდივნად. დაქორწინების შემდეგ, 1876 წელს მეუღლესთან ერთად საქართველოში დასახლდა ათი წლით, სადაც მას მასპინძლობას სამეგრელოს დედოფალი, ეკატერინე დადიანი უწევს.

საქართველოში ცხოვრების მანძილზე წყვილი აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. ზუგდიდში დაწერა ბერტამ რომანები: „ცუდი ადამიანი”, „ჰანა”, „სულის ინვენტარიუმი”. 1885 წელს ბრუნდება ევროპაში.

მისი ყველაზე ცნობილი რომანი “ძირს იარაღი!” (1889) მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთხელ გამოიცა. სამწერლო მოღვაწეობის გარდა, ბერტამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თავისი დროის პაციფისტური მოძრაობის განვითარებაში. იგი 1905 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში. იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.  აღსანიშნავია, რომ ამ დარგში პრემიის დაწესება ალფრედ ნობელს სწორედ ბერტამ შთააგონა.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site