როგორია ქალი კინოში?

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
იდა ბახტურიძე და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

გადაცემაში კინოზე ვისაუბრეთ. უფრო სწორად კი იმაზე, თუ როგორ არის წარმოდგენილი ქალი კინოში. და რაკი კინოზე ვსაუბრობდით, კიდევ ერთხელ ვილაპარაკეთ მითებზე: როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი კინემატოგრაფმა მითების შექმნას, როგორ შეიძლება დაამკვიდროს სტერეოტიპები? ან პირიქით - დაანგრიოს?

სტუმრები: სალომე ცოფურაშვილი, გენდერის მკვლევარი და სალომე საღარაძე, რეჟისორი.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა იდა ბახტურიძე - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

წინა გადაცემებში გასული ფემინისტური მუსიკის მიმოხილვა

ბოლო გადაცემა იყო ერთგვარი რეტროსპექტივა „ფემინისტური მუსიკის“ ფარგლებში წარმოდგენილი შემსრულებლების და მნიშვნელოვანი ფემინისტური ჰიმნების.