1872-1922 /პოეტი/ქველმოქმედი
ანეტა დადიანი-დადეშქელიანი დაიბადა 1972 წელს სოფელ ჯვარში. ის დედით ადრე დაობლდა და მის განათლებაზე ზრუნავდა ბიძა – აკაკი წერეთელი. აკაკის განსაკუთრებით უყვარდა ერთადერთი დისშვილი და მისი დამსახურებით ანეტამ იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მიიღო.
1888 წელს ანეტა დაქორწინდა სვანეთის მთავართა შთამომავალზე, ჯანსუღ (გიორგი) დადეშქელიანზე.
ანეტა დადეშქელიანი წერდა ლექსებს და აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. ის აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში: ასწავლიდა წერა-კითხვას სვანეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას, მეუღლესთან ერთად ცდილობდა დაბალი სოციალური ფენებისათვის ცხოვრების შემსუბუქებას. ამავე დროს, ჩართული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საქმიანობის მუშაობაში, მონაწილეობდა მათ ღონისძიებებში.
ცნობილია, სვანეთში დიდი ხნის განმავლობაში არ იყო სკოლები. პირველი სკოლა ეცერში თათარყან დადეშქელიანმა, ანეტას მაზლმა გახსნა. ანეტა აქტიურ მონაწილეობას იღებდა სკოლის საქმეებში, ცდილობდა, რომ მოსწავლეებს შეესწავლათ ქართული ენა.
ანეტას ინიციატივით ორკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა სამეგრელოში, ჯვარში, რომელიც მან თავისთან, დადიანების სახლში მოაწყო. სკოლამ გასაბჭოებამდე იარსება.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ანეტამ მამულის ნაწილი ანდერძით გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას.