1874-1956 / საზოგადო მოღვაწე
ნინო თბილისის „ქალთა წრის“ ყველა წამოწყების გულშემატკივარი და მონაწილე იყო. 1906 წლიდან მარიამ დემურიას დაუახლოვდა და მისი საკვირაო სკოლის მასწავლებელი გახდა, პარალელურად „ნაკადულშიც“ ბეჭდავდა შემეცნებითი ხასიათის წერილებსა და თარგმანებს.
ნინო, როგორც ქალის თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი `სუფრაჟისტკა~ ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის შემდგომ წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისთვის ბრძოლაა. 1908 წელს „ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირთან“ ერთად ნინომ სრულიად რუსეთის ქალთა პირველ ყრილობას სოლიდარობა გამოუცხადა.
სოლიდარობის იდეით იყო ნაკარნახევი „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ შექმნაც, რომლის დამფუძნებელი 136 მოქალაქე ქალი გახდა. ისინი პერიოდულად იკრიბებოდნენ და ბჭობდნენ თანასწორობის პრობლემებზე საქართველოში. ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა ნინოს ენთუზიამზე იდგა.
სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით „ქრისტინეს გასამართლება“, რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა.
ფოტო: სხედან ა. ხახუტაშვილი, ა. თუმანიშვილი-წერეთლისა, ეკ. გაბაშვილი, კ. მესხი; დგანან ა. ღვინიაშვილი, მარიჯანი, დ. ახვლედიანი, ს. მგელაძე, ნ. ტყეშელაშვილი, ლ. მეგრელიძე