ჩვენი პროექტები
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინისტური პროგრამა სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი ფემინისტური პროექტების მხარდამჭერი იყო. აქ წარმოდგენილ რამდენიმე პროექტი არაერთი წლის მანძილზე ხორციელდებოდა ჩვენი ფონდის მხარდაჭერით. სწორედ ამიტომ, ჩვენი არქივის ერთ სივრცეში თავმოყრა და თქვენთვის გაზიარება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ.
"ფემინსტრიმი" ქალთა ფონდმა საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა 2015 წლიდან დაიწყო და ხუთი წლის განმავლობაში აფინანსებდა ფემინისტურ პოდკასტებს, რომელიც სხვადასხვა მედია პლატფორმის მეშვეობით ვრცელდებოდა. ფემინსტრიმის ხუთი სეზონის არქივის ნახვა შესაძლებელია აქ.

ფემინისტი დედის დღიურები

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს. ბლოგპოსტები, რომელიც თავდაპირველად ფონდის ფემინისტურ ვებგვერდზე ქვეყნდებოდა, 2019 წელს წიგნადაც გამოიცა.

იკითხე პოლიტიკა

"იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა.

სხვა პროექტები