ფემინიზმი და მსოფლიოს ქალთა მოძრაობები

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
ლილი მამულაშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1913 წელს ვაშინგტონის ქუჩებში ქალების მსვლელობა გაიმართა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვდნენ. რატომ ისმის დღესაც აქტუალურად მაშინდელი შეკითხვები? რა შეიცვალა მას შემდეგ და რა არის ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს?

დღის დიალოგის სტუმარი: თამარ საბედაშვილი

ქალის ამბავი მიეძღვნა მერი ვილსტონკრაფტს. სტუმარი: ლელა გაფრინდაშვილი

გადაცემის თანაწამყვანები მარინა ვაშაყმაძესთან ერთად იყვნენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები - ნათია გვიანიშვილი და ლილი მამულაშვილი.

ფემინისტური მუსიკა: Bikini Kill

ჯგუფი „Bikini Kill“, გასული საუკუნის 90-იანი წლების ამერიკაში გავრცელებული ანდერგრაუნდ, ფემინისტური მოძრაობა “riot grrrl”-ის პიონერად მოიაზრება. მოძრაობას საფუძველი აშშ-ს ქალაქ ოლიმპიაში ჩაეყარა. მისი სახელწოდება, “riot grrrl”, ანუ „ამბოხებული გოგოები“, მომდინარეობს ამავე სახელწოდების ჟურნალიდან. მუსიკალური თვალსაზრისით, ჯგუფებს, რომლებიც “riot grrrl”-ს  ეკუთვნოდნენ, საფუძველი მოუმზადეს ქალებმა, რომლებიც 70-იან წლებში ბრიტანეთსა და ამერიკაში თავს იმკვიდრებდნენ პანკ სუბკულტურაში. (“Slits”, ჯოან ჯეტი, პატი სმითი).

ჯგუფი “Bikini Kill” დაარსდა ოლიმპიაში, 1990 წლის ოქტომბერში მისი დამაარსებლები იყვნენ კეტლინ ჰანა,  ბილი კარენი, კესი უილკოქსი და ტობი ვეილი. ისინი კონცერტებზე მოუწოდებდნენ ქალებს სცენაზე ასულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ მათ შოუებში. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს, განსაკუთრებით კი ჰანას,  ნასვამ, უზრდელ მაყურებელ კაცებთან უწევდა გამკლავება, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობდნენ გოგონების შევიწროებას. ბიკინი ქილის სიმღერები სოციალური პრობლემების ფართო სფეროს მოიცავდა.

<<გადაცემების არქივის სანახავად გადადით ბმულზე>>