- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/genderuli-ambebi-rva-marti/2…
ანოტაცია
რა არის 8 მარტი? პოლიტიკური მნიშვნელობის და უფლებებისათვის ბრძოლის დღე, თუ ქალებისთვის ყვავილებით და სუნამოთი გამოხატული ფსევდო-პატივისცემის დღე?
ამ თემებზე სასაუბროდ "ფემინსტრიმს" ეწვია კინომცოდნე, ფემინისტი და ქალთა მოძრაობის აქტივისტი - თეო ხატიაშვილი. ხოლო რუბრიკის "ქალის ამბავი" სტუმარი იყო სამოქალაქო აქტივისტი - თინა მახათაძე.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემა მიყავდათ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს - იდა ბახტურიძეს და ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: Tori Amos
"ფემინისტური მუსიკის" დღევანდელი რუბრიკა დაეთმო ამერიკელ მომღერალსა და კომპოზიტორს, ტორი ამოსს. ტორი ამოსის მუსიკა დატვირთულია პოლიტიკური მესიჯებით, სადაც იგი ღიად ესმის თავს სექსიზმს, ჰომოფობიას, ქრისტიანულ ფუნდამენტალიზმს. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სექსუალური ძალადობის თემას, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა 21 წლის ასაკში. აგრეთვე, ტორი ამოსის მუსიკას ლაიტმოტივად გასდევს გასდევს ის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანულ რელიგიაში, ქალი უწმინდურად აღიქმება და პირველცოდვაში არის ბრალდებული.
<<გადაცემების არქივის სანახავად გადადით ბმულზე>>