- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/genderuli-ambebi-kalis-margi…
ანოტაცია
"ფემინსტრიმის" მე-3 გადაცემის თემა იყო ქალის მარგინალიზაცია ქართულ საზოგადოებაში, მარგინალიზაციის მიზეზები და შედეგები.
სტუმრები: ნანა ბერეკაშვილი, ფსიქოლოგი და გენდერის საკითხების მკვლევარი და მარიამ თედლიაშვილი, „კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდნენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები - დაკო ბახტურიძე და ლილი მამულაშვილი.
ფემინისტური მუსიკა: Bratmobile
ჯგუფი „ბრატმობილი“ დაარსდა ელისონ ვულფისა და მოლი ნიუმანის მიერ, მას შემდეგ, რაც გოგოები ერთობლივი ძალებით მუშაობდნენ ფემინისტურ ჟურნალზე. ეს ჯგუფიც, ისევე როგორც მოძრაობა “riot grrrl”-ის ჯგუფების დიდი ნაწილი, ამერიკის ქალაქ ოლიმპიაში დაარსდა. როგორც ჯგუფის ლიდერიმა, ელისონ ვულფი იხსენებს, მოღვაწეობის დასაწყისში, გოგონებმა საერთოდ არ იცოდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ძირითადად აკაპელას ასრულებდნენ სხვადასხვა წვეულებაზე. ჯგუფის ლიდერის თქმით, იგი თავს უფრო მეტად აქტივისტად მოიაზრებს, ვიდრე მუსიკოსად. იგი აცხადებს, რომ მუსიკის შექმნის პროცესში, მნიშვნელოვანია პოლიტიკური იდეების გატარება, მაშინაც კი, თუ იგი მცირერიცხოვანი ჯგუფისათვის იქმნება.
<<გადაცემების არქივის სანახავად გადადით ბმულზე>>