- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/video-genderuli-ambebi-11-03…
ანოტაცია
რატომ მიუძღვნეს ქალებმა წლევანდელი 8 მარტი პოლიტიკაში მონაწილეობის პრობლემას? ქალების მარში და მოთხოვნა „მეტი ქალი პარლამენტში“. მამაკაცური ხედვა იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში და ქალი პოლიტიკოსის ცხოვრების მაგალითი გადაცემაში - „ფემინსტრიმი“
სტუმრები: დავით ბერძენიშვილი - პარლამენტარი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და ხათუნა სამნიძე - საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს - ბაია პატარაიას და ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: L7
ჯგუფი L7, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამერიკაში აგორებული ანდერგრაუნდ ფემინისტური მოძრაობა “riot grrrl”-ის წარმომადგენელია. იგი ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ჯგუფია. L7 დაარსდა 1985 წელს, ლოს ანჯელესში. L7-ის სიმღერები, გლობალური დაპირისპირების ნაცვლად, ქალების ინდივიდუალურ, პიროვნულ ბრძოლას ასახავდა პატრიარქატთან. L7-ის მუსიკა იყო უხეში, გესლიანი და ამავდროულად ძალიან მახვილგონივრული. სიმღერები გაჯერებული იყო მოწოდებებით, რომ ქალებს თავი დაეღწიათ გასახდომი აბების მიღების, გამოუსადეგარი ურთიერთობების და სულისშემხუთველი კონფორმულობისგან.