- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
http://www.radiotavisupleba.ge/media/video/genderuli-ambebi-25-03-2015/…
ანოტაცია
ქალის სილამაზის სტანდარტები, როგორც წნეხი... ქალის წინააღმდეგ მიმართული სტერეოტიპები გადაცემაში - „ფემინისტრიმი.“
სტუმრები: ფემინისტური ფილოსოფიისა და ტექსტების მკვლევარი თამარ ცხადაძე და თვითნასწავლი მხატვარი ლია უკლება.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად, გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ეკა იმერლიშვილი.
რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: „კოკოროზი“
ჯგუფი “კოკოროზი“ , დებმა - ბიანკა და სიერა კესიდებმა დაარსეს. ჯგუფი დაარსდა 2003 წელს პარიზში, თუმცა დები დაიბადნენ და გაიზარდნენ აშშ-ში. ბიანკას და სიერას მამა იყო შამანი, აბორიგენი ამერიკელი. „კოკოროზის“ შემოქმედებაზე დიდი გავლენა სწორედ ბავშვობის მოგონებებმა მოახდინა. დების მუსიკა მოიცავს მრავალი მუსიკალური მიმდინარეობის ელემენტებს: ბლუზიდან დაწყებული ელექტრონული მუსიკით დამთავრებული. ბიანკამ და სიერამ, თავიანთი მუსიკის საშუალებით შემოქმედებითი გზა გამოძებნეს დაპირისპირებოდნენ და გამოწვევა გაეგზავნათ პატრიარქალური კულტურის, ჰეტერონორმატიულობის, რელიგიაში გაბატონებული უსამართლობისთვის. ემღერათ იმის შესახებ, თუ როგორ ტრავმას აყენებს ადამიანს ეს ყოველივე.