სამუშაოდ წასული ქალების ხვედრი და არჩევანი

Teaser Image Caption
იდა ბახტურიძე, ანა გამისონია და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რა არის „მიგრაციის ფემინიზაცია“? რა მოაქვს მას ქალებისთვის - თავისუფლება და დამოუკიდებლობა თუ დისკრიმინაცია? რამდენად თავისუფლები არიან ქალები თავიანთ არჩევანში შრომითი მიგრაციის დროს? ქალების წასვლისა თუ დაბრუნების რთული და წინააღმდეგობრივი გზები გადაცემაში - „ფემინისტრიმი“

გადაცემის სტუმრები არიან: სოციოლოგიის მაგისტრანტი სალომე დოლიძე და ყოფილი მიგრანტი, ანა გამისონია.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე.

რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა: “The Runaways.”

ლილი მამულაშვილი და მარინა ვაშაყმაძე
ჯგუფი “The Runaways”, 1970 წელს, ლოს-ანჯელესში დაარსდა. ჯგუფი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის იყო პირველი როკ ჯგუფი, რომელიც მხოლოდ გოგონებით იყო დაკომპლექტებული. აგრეთვე, ცნობილი მუსიკოსები - ჯოან ჯეტი და ლიტა ფორდი - სწორედ „რანევეისში“ დგამდნენ პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის შემოქმედება არ ატარებდა ცალსახად ფემინისტურ იდეებს, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ყოფილიყო შთაგონების წყარო ბევრი ქალი მუსიკოსისთვის და აგრეთვე, თვით ანდერგრაუნდ, ფემინისტური მოძრაობა „რაიოტ გრრლის“ ჯგუფებისთვისაც.