ქალებად არ იბადებიან, ქალები ხდებიან

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
იდა ბახტურიძე, ნონა სამხარაძე და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

ეს სიტყვები ფემინისტსა და ფილოსოფოსს სიმონ დე ბოვუარს ეკუთვნის. რას გულისხმობს სქესებს შორის განსხვავება? სქესი, როგორც ბიოლოგიური კატეგორია, და გენდერი - როგორც სოციალური კატეგორია. რა არის ფემინურობა და მასკულინობა და რა მომენტიდან იწყება გენდერული როლების განსაზღვრა?

სტუმრები არიან: გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე და მარიამ თოფჩიშვილი - 16 წლის სამოქალაქო აქტივისტი გორიდან.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე და ლილი მამულაშვილი.

ფემინისტური მუსიკა: კიმ გორდონი

თვითნასწავლი ბასისტი, ფემინისტი და არტისტი, კიმ გორდონი, ამერიკულ ჯგუფ “Sonic Youth”-ში მოღვაწეობდა.  იგი ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორი იყო ქალი მუსიკოსისათვის  ჯგუფში დაკვრა, სანამ ამ თემაზე თვით მოძრაობა „რაიტ გრრლ“-ის ბენდები ამღერდებოდნენ. 1981 წლიდან, მას შემდეგ რაც ჯგუფი “Sonic Youth” გამოჩნდა სცენაზე, კიმ გორდონს ძალიან ხშირად ორი ერთმანეთთან არათავსებადი თვისებით მეამბოხეობით და სიმწიფით ახასიათებდნენ. იგი წერდა ტექსტებს, სადაც პროვოკაციულ შეკითხვებს სვამდა, ნაცვლად იმისა, რომ მსმენელისთვის თავი მოეჩვენებინა, თითქოს ყველა შეკითხვაზე გააჩნდა პასუხი. ამასთან, იგი მუსიკით ახერხებდა ფემინისტური პოლიტიკის წინ წამოწევას.  იგი ფემინისტი მეამბოხეა, რომელსაც შეეძლო მთელი დღის განმავლობაში ავანგარდული ხელოვნება შეექმნა და საღამოს შესანიშნავი ვახშამი მოემზადებინა თავისი ოჯახისათვის.