რა არის ფსევდო-ემანსიპაცია?

Teaser Image Caption
დაკო ბახტურიძე, ქეთა ჩხეიძე და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რა არის ემანსიპაცია და რას ნიშნავს ფსევდო-ემანსიპაცია? რა შედეგები მოუტანა ინდუსტრიალიზაციის პროცესმა ქალებსა თუ მამაკაცებს? როგორი იყო ეს პროცესები საბჭოთა ეპოქაში და გამოდგება თუ არა საბჭოთა ქალი ფსევდო-ემანსიპაციის მაგალითად? როგორ განვითარდა პროცესები შემდგომ და რა ეტაპზე ვართ დღეს ამ თვალსაზრისით?

სტუმრები: გენდერის მკვლევარი ქეთა ჩხეიძე და ნარგიზა არჯევანიძე, გენდერის მკვლევარი და ორგანიზაცია „იდენტობის“ განათლების ოფიცერი. 

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი დაკო ბახტურიძე და ლილი მამულაშვილი.

ფემინისტური მუსიკა:  ბროდი დეილი

წარმოშობით ავსტრალიელი მუსიკოსი - ბროდი დეილი, სულ რაღაც რვა წლის იყო, როდესაც დედას ბუშის საწინააღმდეგო აქციებზე დაჰყვებოდა; 12 წლის როდესაც პირველად კორტნი ლავს მოუსმინა და მისი ერთ-ერთი სიმღერის დაკვრა ისწავლა გიტარაზე; 13 წლის, როდესაც საკუთარი ჯგუფი შექმნა, რომელიც გოგონებით იყო დაკომპლექტებული;  ჯერ კიდევ თინეიჯერი, როცა სკოლაში სწავლის პერიოდში ფემინისტურ კოლექტივს შეუერთდა, მოგვიანებით კი ცნობილი პანკ ჯგუფის „The Distillers” ვოკალისტი და გიტარისტი გახდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ გასაგებია თუ რატომ არის ბროდი ფემინისტური როლური მოდელი და ამავე დროს ერთ-ერთი გამორჩეული ქალი მუსიკოსი.