ქალების ჩაგვრა - თეორია და პრაქტიკა

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
დაკო ბახტურიძე, ლალუ პატარაია და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

რატომ დაიწყო ქალების ჩაგვრა და დღეს რა ფორმით გრძელდება? არის თუ არა შანსი, რომ ოდესმე შეჩერდეს და რისი გააზრებაა ამისთვის საჭირო? გადაცემაში ვისაუბრეთ ქალის ჩაგვრის თეორიებსა და პრაქტიკაზე.

სტუმრები: ანა რეხვიაშვილი, ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ლარისა (ლალუ) პატარაია.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა დაკო ბახტურიძე - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა: Florence and the machine

ინგლისელი მომღერალი ფლორენს ველში, რომელიც ჯგუფში Florence and the machine მოღვაწეობს , 1986 წელს დაიბადა კემბერველში. სცენაზე დგომისას, იგი თანაბარი წარმატებით ირგებს როგორც ანდროგინის, ასევე ჯადოქარი ქალის იმიჯს. იგი გრძელი მოსასხამებით, ფრთებით, ვარდებით მორთული ჩნდება. ყველაზე სახასიათო კი მის გარეგნობაში ცეცხლისფერი, წითური თმა არის. მისი მუსიკა ისეთ დიდ თემებს მოიცავს, როგორებიცაა: სიყვარული, სიკვდილი, სექსი და ძალადობა. მისი სიმღერის გმირები არიან მოჩვენებები, ჟანა დ’არკი, ვირჯინია ვულფი, ბიბლიური დალილა, მისი კლიპების ნარატივმა შეიძლება მოგვაგონოს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. უახლესი ინფორმაციით კი,  იგი ფესტივალ გლასთონბერის 45 წლიანი არსებობის განმავლობაში, ფესტივალის პირველი ქალი ჰედლაინერი იქნება.