- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://www.radiotavisupleba.ge/media/video/gender-stories-27-05-2015/27039717.html
ანოტაცია
არსებობს თუ არა ფემინისტური არტი და რით არის საინტერესო? რით განსხვავდება ფემინისტური ხელოვნება არაფემინისტური ხელოვნებისაგან? მაგალითები ხელოვნების ისტორიიდან და თანამედროვე ცხოვრებიდან გადაცემაში - „ფემინსტრიმი“.
სტუმრები: "დღის დიალოგის" სტუმარი იყო ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე. "ქალის ამბავში" ვისაუბრეთ არა ერთ, არამედ 11 ქალზე, რომელმაც 2014 წელს ჩამოაყალიბა ქალთა არტ ჯგუფი "New Collective."
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა ნათია გვიანიშვილი - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: ამანდა პალმერი
ამანდა პალმერი თეატრალური პანკ შემსრულებელია, რომელიც პანკს ამ ჟანრისთვის ჩვეული ნიჰილიზმის გარეშე სთავაზობს მსმენელს, ფემინისტი და საიდუმლოებებით მოცული პროვოკატორია. ბოსტონში დაარსებული ჯგუფის “Dresden Dolls”-ის ყოფილი წევრი, არ არის ტიპური ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი. ამანდა პალმერი იბრძვის თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე გაბატონებული მონოტონურობის წინააღმდეგ, უარყოფს დაემორჩილოს სილამაზის გაბატონებულ სტანდარტებს, რომლებიც როგორც არასდროს, დღეს ისე განსაზღვრავენ მუსიკალურ ინდუსტრიას. ამანდა პალმერი სრულიად იზიარებს მოძრაობა „riot grrrl”- ის პათოსს, რის გამოც ბევრი მას პოსტმოდერნისტულ ამბოხებულ გოგონას უწოდებს.