აბორტი - ქალის უფლება

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
ბაია პატარაია, თამარ დეკანოსიძე და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

ამ პრობლემაზე თაობები კამათობენ და იბრძვიან. იმართება საპროტესტო აქციები, არის აზრთა სხვადასხვაობა და დებატები. აბორტზე საუბარი მრავალი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მიმდინარე გადაცემაში ერთი - სამართლებრივი ასპექტია განხილული.

სტუმრები: საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე და თსუ-ს მაგისტრანტი თათა ურუშაძე. 

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია და ლილი მამულაშვილი.

ფემინისტური მუსიკა: Teri gender bender

24 წლის ტერი სუარესი, მექსიკელი ამერიკელი მომღერალია, სასცენო სახელით Teri gender bender. მისი ჯგუფი სახელწოდებით Le Butcherettes ფემინიზმისა და თანასწორობის იდეის ცოცხალი მანიფესტია. ტექსტებში იგი ებრძვის სექსიზმს, სიღარიბეს, რასიზმს და ყველა ტიპის უთანასწორობას. ტერის ქცევა საკმაოდ ექსცენტრიულია. 2009 წელს, მეხიკოში გამართული შოუს შემდეგ, მან დამსწრე მაყურებლებს ხელები გაულოკა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ღორის გრიპის ეპიდემია იყო გავრცელებული ქვეყანაში. იგი მრავალმხრივ ნიჭიერია. გარდა მუსიკისა, სწავლობდა ფილოსოფიას. გამოცემული აქვს ლექსების კრებული ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამჟამად, როგორც თვითონ აცხადებს, სურს დაწეროს წიგნი საკუთარ ფემინისტურ იდეოლოგიაზე, რომელსაც Butcherism-ს უწოდებს.